"მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ პლატფორმას შეუერთდება.
მისი თქმით, პრეზიდენტის მოწოდება საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ხელისუფლება ერთად დაჯდება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, არის ერთადერთი გამოსავალი.
სრულიად ვიზიარებ ამ მოწოდებას და მგონია, რომ ეს არის არათუ მთავარი გამოსავალი, არამედ ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ჩემთვის ნებისმიერი ფორმატი არის მისაღები და საჭირო, რომელიც ემსახურება გაერთიანებას, კონსოლიდაციას ძალების იმისთვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც დღეს გვყავს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილთან როცა მივალ, აუცილებლად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე დაველაპარაკები, ეგ არის გამორიცხული, რომ ეს თემა არ იყოს განხილული,“ - ამბობს ნიკა გვარამია.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, შევქმნათ მომავლის ქარტია „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.