15 წლის მოზარდს დენმა დაარტყა.
შემთხვევა მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაღჯლოში მოხდა. გეხურ გაზიროვი მეგობრებთან თამაშის დროს ელექტროგადამცემ ბოძზე ავიდა, სადაც მაღალი ძაბვა გადიოდა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი მალევე მივიდა, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.