ხანძარია ბაღდადის რაიონში. სოფელ ხამისტყეში ცეცხლი, ძირითადად, გამხმარ ფოთლებსა და ხე-ბუჩქებს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა.
საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლების გარდა, ხანძრის ჩაქრობაში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს.
მიუვალი ადგილის გამო ადგილზე მუშაობას ვერ ახერხებს ვერტმფრენი.
დასახლებულ პუნქტში ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.