დღეს, 28 დეკემბერს, მობილური ოპერატორი კომპანია ბილაინი ფოთში აბონენტთა მომსახურების ოფისს ხსნის.
ახალი ოფისები, ბაკურიანსა და გუდაურში 25 დეკემბერს, რუსთავში კი 26 დეკემბერს გაიხსნა.
ბილაინის ახალი ოფისებში მსურველს, შესაძლებობა ექნება მიიღოს ნებისმიერი ტიპის მაღალხარისხიანი მომსახურება.
ბილაინის გაყიდვების და აბონენტთა მომსახურების ცენტრები ადგილობრივი მოსახლეობით იქნება დაკომპლექტებული, სულ დასაქმდება 20-მდე ადამიანი.
"ბილაინის წინასაახალწლო აქციამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია საქართველოს ყველა რეგიონში, როგორც აღმოჩნდა, ტელეფონი ბილაინისგან, ზედ დარიცხული საჩუქრებით, რომელსაც აბონენტი, მთელი 2011 წლის განმავლობაში მიიღებს, ერთ-ერთი ყველაზე კარგი წინასაახალწლო საჩუქარი აღმოჩნდა. ბილაინის აბონენტთა ბაზა ყოველდღიურად იზრდება და ჩვენც, შესაბამისად ვცდილობთ უფრო მეტი კომფორტის შექმნას ჩვენი აბონენტებისთვის. ამჯერად, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, 4 რეგიონში გაიხსნება ბილაინის გაყიდვებისა და მომსახურების ცენტრს, სადაც ბილაინის აბონენტებს სასიამოვნო გარემო და მაღალხარისხიანი მომსახურება დახვდებათ. როგორც ყოველთვის, ჩვენს აბონენტებს, სპეციალურად მათთვის შექმნილ პირობებს შევთავაზებთ, რათა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და სასიამოვნო გახდეს მათთვის ჩვენი სერვისით სარგებლობა", - განაცხადა ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.