რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინში საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაახლოებით 600 ათასი რუსი სამხედრო იმყოფება.
რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ პუტინმა სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ.
„ალბათ, არის საკითხები, რომლებიც საჭიროებს დამატებით ყურადღებას და გადაწყვეტას, ყოველთვის საჭიროა რაღაცის კორექტირება, რადგან საბრძოლო ზონა დიდია - თითქმის 2 ათასი კმ, ხოლო საბრძოლო ზონაში 600 ათასზე მეტი ადამიანია. მექანიზმი უზარმაზარია“, - განაცხადა პუტინმა
პუტინმა მსგავსი მონაცემები ადრეც ახსენა. გასული წლის ბოლოს მან თქვა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში 617 ათასი რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა.