რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, „მშვიდობის ფორმულა“ შეიცავს „მოლაპრაკებისთვის ამკრძალავ მოთხონებს“, კერძოდ, ითვალისწინებს რუსული ჯარის გაყვანას 1991 წლის დროინდელ საზღვრებზე.
პუტინი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მას არ ჰქონდა უკრაინის ოკუპირების მიზნები და ინტერესები დაეპყრო დამატებითი ტერიტორიები, განაცხადა, რომ არ აპირებს უკრაინის დაპყრობილი ტერიტორიების დაბრუნებას.
„რაც შეეხება მოლაპარაკების პროცესს {მშვიდობის ფორმულის მიხედვით} - ეს არის მცდელობა უარი გვათქმევინონ იმ დაპყრობებზე, რომელთა რეალიზაციაც ბოლო წელიწადნახევარში მოვახდინეთ. ყველას ესმის, რომ ეს შეუძლებელია“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაეთანხმოს კრემლის პირობებს და დაიწყოს დიალოგი, რადგან საბრძოლო მოქმედებების ზონაში ინიციატივა სავარაუდოდ, „მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელშია“.