რუსთავში, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარს 55 წლამდე კაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
"პირველ რიგში მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს თანავუგრძნობთ.
ავტოსატრანსპორტო საწარმოს ტერიტორიაზე ინახება ამორტიზებული ტექნიკაც. ერთ-ერთი ასეთი იყო ძველი ავტობუსის რკინის კარკასი, რომელშიც გაჩნდა ცეცხლი. ამ დროს ჩვენი თანამშრომელი იმყოფებოდა ამ ადგილას და ცეცხლს ემსხვერპლა. მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზა მიზეზს დაადგენს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ავტოსატრანსპორტო საწარმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლელა ლუარსაბიშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.