"კახი კალაძე გახდა თბილისის კოშმარი, თბილისის და თბილისელების ბიუჯეტის ქურდი. მისმა კორუფციულმა დანაშაულმა აატალახა მთელი დიდუბე და წერეთლის გამზირი. ეს ტალახი უნდა დაიდოს კახი კალაძემ ცხვირწინ, კარგად შეხედოს თავის დანაშაულს, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე და წავიდეს", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.
მისი თქმით, "კალაძის კორუფციულმა დანაშაულმა აატალახა მთელი დიდუბე და წერეთლის გამზირი"
“კახი კალაძე გახდა თბილისის კოშმარი, ვინაიდან თბილისს ჰყავს თაღლითი კორუმპირებული მერი. კახი კალაძის კორუფციულმა დანაშაულმა აატალახა მთელი დიდუბე და წერეთლის გამზირი. ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინაიდან კახი კალაძე არის თბილისის და თბილისელების ბიუჯეტის ქურდი. სწორედ კახი კალაძე გასცემს ხელშეკრულებებს იმ კომპანიებზე, რომლებიც შემდგომში არიან „ქართული ოცნების“ შემომწირველები. არის პოლიტიკური კორუფცია. ფაქტობრივად, თბილისელების ჯიბიდან ფინანსდება რუსული პარტია და ამას ნამდვილად სჭირდება გამოძიება. ჩვენ ახლა ვაპირებთ კალაძის კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცება წავიღოთ თბილისის მერიაში, ეს ტალახი უნდა მივუტანოთ კახი კალაძეს და ცხვირწინ დაიდოს, კარგად შეხედოს თავის დანაშაულს, აიღონ პასუხისმგებლობა მომხდარზე და წავიდნენ. თუ ვინმეს უნდა გაუწყვიტონ ხელშეკრულება პირველ რიგში, თბილისელებმა უნდა გაუწყვიტონ ხელშეკრულება კახი კალაძეს და „ქართულ ოცნებას“, ეს არის გადამგდები რუსული პარტია, რომელიც ძარცვავს ჩვენს თბილისელებს, რომლებსაც უწევთ წასვლა ამ ქვეყნიდან, რადგან არ აქვთ შემოსავალი, ამაზე არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“, ამ კორუფციაზე პასუხისმგებელია პირადად ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული პარტია. ახლა ჩვენ ავიღებთ ამ ტალახს, კალაძის კორუფციულ ტალახს და წავიღებთ როგორც ნივთიერი მტკიცებულებას თბილისის მერიაში.“ - განაცხადა ლაშა ფარულავამ.