28 დეკემბერს, 15 საათიდან 18 საათამდე კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასის" ინფორმაცით, ელექტროენეგიის გათიშვა მაღალი ძაბვის საკვანძო გამანაწილებელ ქვესადგურ `ნავთლუღი-220"-ში საქართველოს ელექტროსისტემის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
შეზღუდვა შეეხება ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძის, სურგულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვა აგრეთვე შეეხება #4 მაცივარს, ელექტროშემდუღებელ ქარხანას და ასფალტის ქარხანას. Aამ დაწესებულებებს დაგეგმილი შეზღუდვების შესახებ კომპანია "თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.