საგარეო საქმეთა სამინისტროში ბაქოში, ავეჯის საწარმოში აფეთქების შედეგად დაღუპულთა შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ადასტურებს.
უწყების ცნობით, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან.
15 იანვარს ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე საწარმოში აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა სულ მცირე 7 და დაშავდა 24 ადამიანი.