ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სავარაუდოდ შეინარჩუნებს პოსტს მეორე ვადით და არცერთ სხვა კანდიდატს არ ექნება მისი შეცვლის შანსი. იტყობინება გამოცემა Politico წყაროებზე დაყრდნობით.
გასულ წელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩანდა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მეორე ვადით პრობლემები შეექმნებოდა.
Politico-ს ინფორმაციით, მიზეზთა შორის იყო მისი უპირობო სოლიდარობა ისრაელის მიმართ ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლაში. ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკეს მისი უფლებამოსილების ფარგლებიდან გასვლისთვის.
დიპლომატები აკრიტიკებდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მან უგულვებელყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება, რომელიც წარმოადგენდა ევროკავშირის პოზიციას და მოუწოდებდაა ისრაელს, „გამოიჩინოს თავშეკავება და პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს“.
ევროკომისიის 800-მდე თანამშრომელმა ხელი მოაწერა წერილს, სადაც ისინი აკრიტიკებდნენ ფონ დერ ლაიენის უპირობო და „უკონტროლო“ მხარდაჭერას კონფლიქტში ჩართული ორი მხარიდან ერთ-ერთის მიმართ.
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჟოზეპ ბორელმა, საჯაროდ უსაყვედურა ფონ დერ ლაიენს მთელი ევროკავშირის სახელით საუბრის გამო.
თუმცა, დღეს, გამოცემის მტკიცებით, ფონ დერ ლაიენის პოზიცია კვლავ ძლიერია.
"ის, არა მხოლოდ რჩება ფავორიტად ევროკომიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით დასაკავებლად, არცერთ სხვა კანდიდატს, როგორც ჩანს, არ აქვს მისი შეცვლის შანსი, როდესაც ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებინა ზაფხულში ბლოკის მთავარ თანამდებობეზე კანდიდატების შესარჩევად“, - წერს გამოცემა.
Politico წერს, რომ ბრიუსელში ფონ დერ ლაიენის მიმართ კრიტიკა ჩაცხრა. წყაროები ვარაუდობენ, რომ ის კვლავ შეინარჩუნებს პოსტს.