დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე, მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული, - ამის შესახებ მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე.
დავემშვიდობე შესანიშნავ თანამშრომლებს, რომლებთანაც დიდებული 11 წელი გავატარე.
იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც, რადგან:
ჩვენ შევძელით შეგვექმნა დიდი ისტორია ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ბრენდად ქცევის
და ვუთხარი:
რომ მე მივდივარ ამაყი და თავაწეული, რადგან დავტოვე ბევრი შექმნილი და წავიღე დიდი სიყვარული.
რომ ისინიც უნდა დარჩნენ ამაყები და თავაწეულები, რადგან ეს ყველაფერი ერთად შევქმენით.
და ამ ქმნის პარალელურად
არ გვავიწყდებოდა ერთმანეთი,
რადგან ვიცოდით, რომ
ადამიანი არის მთავარი -
რომ წიგნს ქმნის ადამიანი,
რომ წიგნი იქმნება ადამიანებზე,
და წიგნს კითხულობს ადამიანი -
და რომ მთავარი არიან თვითონ,
ადამიანები - სხვადასხვა აზრისანი და ფიქრისანი
და რომ ადამიანი არის არჩევანი
და ხანდახან უარჩევნობაც
და რომ ცხოვრება გრძელდება
და რომ მათ აუცილებლად უნდა გააგრძელონ ამ საქმის კეთება უკვე ახალ მენეჯერთან ერთად
და რომ სულ ვიქნები მათი და ეროვნული ბიბლიოთეკის გულშემატკივარი.
P.S. ეს მარო მაყაშვილის ბაღია, რომელიც შვიდი წლის წინ დავაარსეთ, ეს კი ბიბი, რომელიც ერთი წლის შევიფარეთ. სულ ბოლოს მას ვუთხარი ნახვამდის“, - წერს გიორგი კეკელიძე.
.