სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3 ადამიანი.
დაშავებულები სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.