დღეს, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
2004 წლის 14 იანვარს მიღებულ იქნა ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.
საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა:
„20 წელი გავიდა იმ 14 იანვრის შემდეგ, როცა საქართველოს პარლამენტმა ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად დაადგინა. თუმცა ნებისმიერი თარიღი და პერიოდი ჩვენი დროშისთვის პირობითია, ვინაიდან ის ჩვენი ერის, ეკლესიის და სახელმწიფოს საუკუნოვანი თანამდევია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.