საგარეჯოს რაიონში, ე.წ. „კოდას" მთაზე ტყე იწვის. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა განუცხადა, ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. მისივე თქმით, მეხანძრეებმა ხანძარი გუშინვე ჩააქრეს, მაგრამ დილით ტყეს ცეცხლი ისევ მოედო.
„ხანძრის ლიკვიდაციისთვის ტყეში 100 კაციანი ბრიგადაა გაგზავნილი. როგორც მატყობინებენ, პატარ - პატარა კერები ისევ რჩება", - განაცხადა გია ჩალათაშვილმა.
მისივე თქმით, რამდენი ჰექტარი დაიწვა, ჯერ-ჯერობით უცნობია.