ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებს შორის ქართულმა წყვილმა, ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მეტელკინამა და ბერულავამ მოკლე პროგრამაში 71.30 ქულა მიიღეს, პირველი ადგილი დაიკავეს და დღეს თავისუფალი პროგრამის დროს ყინულზე ბოლო ნომრად მთავარი ფავორიტების რანგში გავიდნენ.
ბერულავამ და მეტელკინამ თავისუფალ პროგრამაში დასაწყისში მცირე შეცდომა დაუშვეს და მსაჯებისგან მხოლოდ 124.84 ქულა (64.73 ტექნიკური ელემენტებისთვის + 61.11 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურეს, რაც მე-5 მაჩვენებელი აღმოჩნდა.
მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში ქართულმა წყვილმა 196.14 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონები იტალიელები გახდნენ – ბაკარიმ და გარისემ 199.19 ქულა დაიმსახურეს.