მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ აქტიურად არის ჩართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ინტენსიურად იმართება. კამპანიის ფარგლებში, ორგანიზაცია მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებთან აქტიურ შხვედრებს განაგრძობს.
უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა ცნობიერების ამაღლების კუთხით ევრო კავშირის ქვეყნებში აპრობირებულია და იქ მოქმედი მგვ ორგანიზაციები მსგავს ღონისძიებებს უწყვეტად მართავენ.
2023 წელს „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ წარმომადგენლები ათამდე სკოლის მოსწავლეებსა და „ეკო-კლუბის“ წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემებია: მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემები და სამომავლო გეგმები.
წლის ბოლოს გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა დაბა ბაკურიანში მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა დაბა ბაკურიანისა და წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს.
„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს და ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ჯგუფს კომპეტენტურ ინფორმაციას მიაწვდის. მიმდინარე წელს, აღნიშნული კამპანიის მასშტაბები გაიზრდება და მთელ საქართველოს მოიცავს.