ეს არის პოლიტიკური პოპულიზმის კლასიკური ნიმუში, რომელიც ყველას ესმის, რომ არავის სჭირდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე „ქართული ოცნების“ ინიციატივასთან დაკავშირებით.
„ზოგადად, ეჭვი მაქვს, რომ მთელი გუშინდელი ოპერაცია – სტალინი და მატრონა, ძაღლების და ადამიანების დაპირისპირების თაობაზე მითები, რომელსაც ორი დღის განმავლობაში ვისმენდით, თავიდან ბოლომდე ხელისუფლების მიერ ინიცირებული და წახალისებულია, რათა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემებიდან ისეთ უაზრობებზე გადავიდეს ყურადღება, რასაც ორი დღეა, ვისმენთ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში დააინიცირებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის.