თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 152-ე კილომეტრზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, გზის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ძლიერი წვიმის შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
ფოტო: არქივი