სამების საკათედრო ტაძარში, სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
6 იანვარს, დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატის ფოტოები, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული. წმინდა მატრონა მოსკოველის ხატმწერის ვინაობა ცნობილი არ არის.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
ამის შწემდეგ სოციალირ ქსელში ირმა ინაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ამბობს, რომ ტაძარს ხატი “პატრიოტთა ალიანსმა“ შესწირა.