78 წლის ასაკში, გერმანელი ფეხბურთელი, ფეხბურთის ლეგენდა, ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა
მედიის ინფორმაციით, ბეკენბაუერი კვირას, 7 იანვარს გარდაიცვალა.
ფრანც ბეკენბაუერი 1972, 1976 წლებში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
მან ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. ის ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან ერთად ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში.
საერთო ჯამში, ფრანც ბეკენბაუერმა ყველა ტურნირზე 620 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 74 გოლი და 75 საგოლე გადაცემა გააკეთა.