პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ ევროპა, სტრატეგიულ პერსპექტივაში, რუსული აგრესიის სამიზნეა, ამიტომ მთლიანად კონტინენტი სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე რუსეთის ფედერაცია, რათა დაიცვას თავისი საზღვრები.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობასთან შეიქმნება უსაფრთხოების კომიტეტი, რომელიც იმუშავებს პოლონეთის საზღვრების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, განსაკუთრებით საჰაერო სივრცის და აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე მოკავშირეების მონაწილეობით.
„ჩვენ უკვე მოვამზადეთ ასეთი ინიციატივა საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკისთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ ევროპის იარაღის წარმოების საჭიროებები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დავეხმაროთ უკრაინას, უპირველესად იმიტომ, რომ თითქმის მთელი რუსეთის ეკონომიკა უკვე გადავიდა სამხედრო შეიარაღების სისტემაზე და ევროპა მას გაცილებით ჩამორჩება. „ეს ნიშნავს ერთ რამეს: ევროპა დაუცველი იქნება რუსეთის პირდაპირი თავდასხმისგან მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ, სტრატეგიული თვალსაზრისით, ევროპა არის რუსული აგრესიის სამიზნე და ეს მოხდება მაშინ, როდესაც რუსეთის უპირატესობა სამხედრო შესაძლებლობების თვალსაზრისით ნათელი იქნება“, – აღნიშა ტუსკმა.
ტუსკის თქმით, უკრაინის ვითარებასთან დაკავშირებით, ევროპა მთლიანად სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი უნდა იყოს ვიდრე რუსეთი და ეს არის ევროპისა და პოლონეთის საზღვრების დაცვის ერთადერთი გზა.