კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, 31 დეკემბრის საღამოს და ასევე 1-2 იანვარს შობის მარხვა თევზით ხსნილია.
„დღეს საღამოდან, ასევე 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ტრადიციისამებრ, შეგიძლიათ გაიხსნილოთ თევზით“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.