დღეს ბათუმის სახელმწიფო თეატრში გაიხსნა აფხაზთა პირველი ფორუმი, რომელიც აჭარაში მცხოვრები აფხაზების ინიციატივით ტარდება.
ფორუმში აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთიდან გადმოსული აფხაზები, ასევე, აფხაზეთიდან დევნილი ინტელიგენცია და სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ერთ-ერთმა უხუცესმა აფხაზმა ნუნუ ჩაუშბამ განაცხადა, ფორუმმა ქართველებსა და აფხაზებს შორის მედიატორის როლი უნდა შეასრულოს, რათა ერთად თანაცხოვრება მოხერხდეს.
დღესვე ფორუმზე დაგეგმილია პრეზენტაცია რევაზ დიასამიძის წიგნისა, რომელიც მოჰაჯირობის დროს ჩამოსახლებული აფხაზების ისტორიას ეხება. ფილმის ჩვენების შემდეგ 25-წუთიანი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.