ოზურგეთში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო ღონისძიების მზადებისას, სცენაზე დამონტაჟებული ეკრანი წაიქცა. დაშავდა ღონისძიებაში მონაწილე პიანისტი. ირინა სოლტიში კლინიკაში გადაიყვანეს - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "გურია ნიუსი" ავრცელებს.
"პაციენტს დაზიანებული აქვს ქვედა კიდური. აღენიშნება წვივის ამოვარდნა და გოჯის მოტეხილობა. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას უკვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, დადებული აქვს თაბაშირი.” – განაცხადეს ოზურგეთის კლინიკა ”მედალფაში”.