დღეს, 22 დეკემბერს რაგბის გიგანტების მატჩი გაიმართება. რაგბიში ისრაელის ჩემპიონი Tel Aviv Heat-ი საქართველოსა და სუპერთასის ევროპის ჩემპიონ გუნდს Black-Lion დაუპირისპირდება. მატჩი ევროპის სუპერთასის შეჯიბრების ნაწილია.
ამ თამაშს საფუძველი ჩაეყარა ისრაელის კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიკი ზოჰარის ვიზიტის დროს, რომელიც მონაწილეობდა 21-ე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში. ამ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს იოსებ(სოსო) ტყემელაძეს, ისრაელის რაგბის კავშირის პრეზიდენტს ოფერ ფაბიანსა და Tel Aviv Heat-ის თავმჯდომარეს ადი რაზს შორის.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, იაშა ელიგულა, რომელიც დიდი ხანია ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობას, და აგრეთვე, იციკ მოშე, ჰასბარას ორგანიზაცია „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი.
დღეს თამაშის დაწყებამდე ისრაელის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ოფერ ფაბიანი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ (სოსო) ტყემალაძე ხელს მოაწერენ თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
იაშა ელიგულა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ ურთიერთობებში, დაინიშნა ისრაელის რაგბის კავშირის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად.
საქართველოს ნაკრები წელს პარიზში მონაწილეობას მიიღებს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში. რაგბი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია, ვინაიდან ის რაგბი ძალიან ჰგავს ტრადიციულ ქართულ სპორტს „ლელობურთს“.
ქართული და ისრაელის ორგანიზაციები დღევანდელ ამ სპორტულ ღონისძიებას ისრაელსა და საქართველოს შორის რაგბიში თანამშრომლობის ხელშეწყობის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ.