საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრაღის უნივერსიტეტში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ეხმიანება.
„ვწუხვარ პრაღის ცენტრში ტრაგიკული მასობრივი სროლის გამო. ჩემი გულითადი ფიქრები მსხვერპლებსა და მათ ოჯახებთანაა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ბოლო მონაცემებით, პრაღაში კარლის უნივესიტეტში სროლის შედეგად, დაღუპულია 15 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 24 პირი.
უნივერსიტეტში ნაპოვნია თავდამსხმელის ცხედარი. ის 24 წლის კაცია, კარლის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი.
როგორც პოლიციამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მასობრივი სროლა პრაღის უნივერსიტეტში საერთაშორისო ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული.