დათო გორგილაძის გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა
მომავალი წლიდან პირველი არხის ეთერში აღარ გავა "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე".
გადაცემის წამყვანის, დავით გორგილაძის ინფორმაციით, არხმა მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაასახელა.
რადიო თავისუფლების ცნობით, საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენიმე გადაცემას ხურავს.
"გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის" ბოლო გადაცემა საზოგადოებრივ მაუწყებელზე 29 დეკემბერს გავა.
დავით გორგილაძის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის თანამშრომლობის გაგრძელება არ შეუთავაზებია.