დღეს, 25 დეკემბერს, 12:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი დედოფლისწყაროში ფერმერებსა და მეწარმეებს შეხვდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
როგორც უმრავლესობის საზოგადოებასთან ურთიერთობის პრესსამსახურში განაცხადეს, შეხვედრა ახალ საგადასახადო კოდექსს შეეხება.