საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდში, რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები დროებით ჩაიკეტება. კერძოდ, 14 დეკემბრის 09:00 საათიდან 16 დეკემბრის 02:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადაიკეტება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ორივე ზოლი.
სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება და საპარკინგე ზონა ასევე, გათავისუფლდება ლესია უკრაინკასა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე.
აღნიშნულ პერიოდში, რუსთაველის გამზირიდან, ტ. შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტოსატრანსპოტო საშუალებები ლესია უკრაინკას ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებას შეძლებენ ჭიჭინაძის ქუჩის გამოყენებით; აღნიშნული ქუჩებიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 აპრილის ქუჩის გამოყენებით; რ. თაბუკაშვილის ქუჩიდან, ა. ჯორჯაძის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობა დასაშვები იქნება გ. ჭანტურიას ქუჩის გამოყენებით.
15 დეკემბრის 10:00 საათიდან 16 დეკემბრის 01:00 საათამდე, განხორციელდება სატრანსპორტო მოძრაობის სრული შეზღუდვა და საპარკინგე ზონის გათავისუფლება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის გამზირი, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, ლესია უკრაინკას და არჩილ ჯორჯაძის ქუჩები).
რუსთაველის გამზირიდან - ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ნ. ვაჩნაძის (ლ. გუდიაშვილის შესახვევი) ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან (გ. ჭანტურიასა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან) თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება - ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ა. ფურცელაძის ქუჩებიდან.
თავისუფლების მოედნიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით სრულად, რუსთაველის გამზირისა და გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე.
თავისუფლების მოედნიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლ. გუდიაშვილის, რ. თაბუკაშვილის, რ. ლაღიძის, შ. მესხიასა და ინაშვილის ქუჩების გამოყენებით.
მთაწმინდის ტერიტორიიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გ. ლეონიძის, პ. ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძისა და ა. გრიბოედოვის, პ. კაკაბაძის, კ. მაყაშვილის და ვ. ბარნოვის ქუჩების გამოყენებით.
მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები, რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე. შემდეგ, მარცხნივ მოხვევით, გ. ჭანტურიასა და ს. ვირსალაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნ. ბარათაშვილისა და ა. პუშკინის ქუჩების გამოყენებით.
რუსთაველის გამზირის გადაკეტვისას, მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტობუსების - N301, 306, 310, 314, 326, 331, 337, 342, 345, 352, 358, 359, 388, 397 კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ რუსთაველის გამზირზე არსებულ ხეთის ხილის ხემდე, რის შემდეგაც დაუკავშირდებიან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩისკენ;
უკუმიმართულებისას, N306, 310, 314, 326, 342, 352, 358, 359, 388, 397 ავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის პანდუსით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენას სანაპიროს და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, დაუკავშირდებიან კოსტავას ქუჩას და იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო ავტობუსები: N301, 331, 337, 345 ბარათაშვილის ხიდზე მოხვედრისას მარჯვნივ მოხვევით, გადაინაცვლებენ იუსტიციის სახლისკენ, იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით.