კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები კამპანიის „იუსტიციის სახლის მეგობარი“ ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლში მუშაობის სპეციფიკასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების გამოცდილებას გაეცნენ.
სტუდენტებისთვის იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტური გაიმართა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძემ უმასპინძლა და მათ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
სტუდენტებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების ინოვაციური მეთოდების გაცნობა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება, იუსტიციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
შემდეგი წლიდან, იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის გაცნობის მიზნით, ინტენსიურად გაგრძელდება სტუდენტებისა და მოსწავლეების შემეცნებითი ხასიათის ვიზიტები. შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისში, ისე სხვადასხვა რეგიონში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.