„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო გვარდიის მემორიალის დადგმას ითხოვს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები გია ჭანტურია და ეკა წამალაშვილი, პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, თბილისის საკრებულოს ინიციატივით მიმართეს. 12 დეკემბერს აღინიშნება “სახალხო გვარდიის” დღე და ამ დღესთან დაკავშირებით, კუკიის სასაფლაოზე მემორიალს დადგმას ითხოვენ, რომელიც რუსეთთან ომში დაღუპული გვარდიელების ხსოვნისადმი იქნება მიძღვნილი.
“სამწუხარო ფაქტი არის ის, რომ საქართველოს დღევანდელობაში საერთოდ დავიწყებულია 1921 წლის მოვლენები, დავიწყებულია პირველი რესპუბლიკა. დღეს 12 დეკემბერია, ქართული გვარდიის დღე. ეს დღე აღინიშნებოდა უკვე ოკუპირებულ საქართველოშიც კი. სტუდენტობა ამოდიოდა და მიუხედავად წინააღმდეგობისა და დარბევისა, აღნიშნავდნენ ამ დღეს.
დღეს ძალიან სიმბოლურია, რომ ახალგაზრდებთან ერთად ეს ტრადიცია გრძელდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს ფრაქციას ვთხოვეთ, რომ დაეყენებინათ ეს საკითხი. აქ დაკრძალულები არიან ქართველი გვარდიელები, 18-9-20-21 წლის გმირები, რომელთა საფლავებიც ფაქტობრივად აღარ არსებობს და მათი მოძიება ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია, რომ მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გაკეთება. ხალხი უნდა იცნობდეს თავის გმირებს. ქვეყანა, რომელიც არ იცნობს თავის წარსულს და არ იცნობს თავის გმირებს, ის ახალ გმირებს ვერ შობს,“- განაცხადა გია ჭანტურიამ