პოლონეთის სეიმმა პრემიერ-მინისტრად ოპოზიციური კოალიციის ლიდერი დონალდ ტუსკი აირჩია. ტუსკის არჩევას მხარი 248 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 201-მა მისცა ხმა.
მანამდე პოლონეთის სეიმმა მხარი არ დაუჭირა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მატეუშ მორავიეცკის კანდიდატურას.
არჩევის შემდეგ დონალდ ტუსკმა მადლობა გადაუხადა პოლონელებს.
„ეს არაჩვეულებრივი დღეა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ღრმად სწამდა ამ წლების განმავლობაში, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, რომ ჩვენ გამოვიდოდით სიბნელიდან და განვდევნიდით ბოროტებას“, – განაცხადა ტუსკმა.
ახალი მთავრობა მუშაობას მიმდინარე კვირის ბოლოს შეუდგება.