უნგრეთი იმუქრება რა უკრაინის ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვით, ძირს უთხრის ევროკავშირის ერთიანობის პრინციპს. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა.
„უნგრეთი ზიანს აყენებს ერთიანობის პრინციპს, რადგან თუ ჩვენ არ მივიღებთ დადებით პასუხს, პოზიტიურ დასკვნას, უფრო და უფრო მეტი ხმა იქნება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის და უარყოფს ერთიანობის პრინციპს“, - თქვა ნაუსედამ.
ნაუსედას მიაჩნია,რომ უკრაინის ევროკავშირთან დაახლოება უნგრეთისთვის მომგებიანი უნდა იყოს.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ხელიდან არ იქნება გაშვებული შესაძლებლობა, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რომ დავარწმუნოთ უნგრეთი შეიცვალოს აზრი“, - განაცხადა მან.
ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია. მისი განცხადებით, 14-15 დეკემბერს დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.