NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს.
კითხვაზე: გთხოვთ, მითხრათ, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა (ოქტომბრის მონაცემები)
კარგად - 16 პროცენტი
საშუალოდ - 41 პროცენტი
ცუდად - 30 პროცენტი
არ ვიცი - 11 პროცენტი
უარი პასუხზე - 1 პროცენტი
კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის. თუმცა, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები.
2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული პირისპირ გამოკითხვის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.