ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრის, გადი ეიზენკოტის შვილის დაღუპვის შემდეგ, ღაზაში ბრძოლის დროს მისი 19 წლის ძმისშვილიც დაიღუპა. იუწყება BBC
“გოლანის“ ბრიგადის 19 წლის ჯარისკაცი მეირ კოენი ღაზის სქტორის სამხრეთით დაიღუპა.
გადი ეიზენკოტის შვილი 25 წლის გალ მეირ ეიზენკოტი რამდენიმე დღის წინ სასიკვდილოდ დაიჭრა ძლიერი აფეთქების შედეგად, როდესაც სამხედროების ჯგუფი, ტერორისტების გვირაბის შახტს უახლოვდებოდა.
გადი ეიზენკოტი 2015-2019 წლებში ისრაელის გენშტაბის უფროსი იყო, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ კი ის აირჩიეს ქნესეთში და არის ბენ განცის „ეროვნული ერთიანობის პარტიის“ წევრი.