თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა.
„ისლამოფობია და ქსენოფობია, რომელიც შხამიანი სუროსავით მოედო დასავლურ საზოგადოებას, ადამიანის უფლებებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. ისინი, ვინც ყველაზე მეტად განიცდის ქსენოფობიურ, რასისტულ, დისკრიმინაციულ და ფაშისტურ გამოვლინებას, მუსლიმები არიან, რომლებიც შეადგენენ მიგრანტების უმრავლესობას“, - აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერმა აღნიშმა, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის საოკუპაციო ძალებმა დაუფიქრებლად გაანადგურეს ღაზის მოსახლეობის უფლებები.
„ღაზის სექტორის18,000-ზე მეტი მცხოვრები ისრაელის განურჩეველი თავდასხმების მსხვერპლი გახდა და თითქმის 300 პალესტინელი დაიღუპა რამალაში ჩასახლებული ტერორისტებისა და ისრაელის უსაფრთხოების ძალების თავდასხმების შედეგად. ისრაელის ხელისუფლება, რომელიც სარგებლობს დასავლეთის შეუზღუდავი მხარდაჭერით, ახორციელებს სასტიკ სიმხეცეს და ხოცვა-ჟლეტას ღაზაში“, - აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, ისრაელმა მილიონობით ადამიანი გაწირა შიმშილისა და სიკვდილისთვის როდესაც შეუწყვიტა წყლით, საკვებით, ელექტროენერგიითა და კომუნიკაციით სარგებლობის შესაძლებლობა.
ასევე, თურქეთის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე ღაზაში ცეცხლის დაიყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, რომელსაც აშშ-მა ვეტო დაადო.
თურქეთის ლიდერის თქმით, სამართლიანი მშვიდობა რეალურად შესაძლებელია, მაგრამ არა შეერთებულ შტატებთან ერთად, „რადგან ამერიკა ისრაელის მხარესაა თავისი ფულითა და იარაღის მთელი არსენალით“, - თქვა მან.
ამავდროულად, ერდოღანმა ეჭვი შეიტანა გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაძლებლობებში.
ჩვენ გვჯერა, რომ გაერო-ს ეს უმწეო და დისფუნქციური სტრუქტურა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთელ მსოფლიოში. მე ძალიან ღიად ვამბობ: ღაზის შემდეგ არაფერი შეიძლება, გაგრძელდეს ისე, როგორც ყოველთვის. ღაზის ჯალათებმა პასუხი უნდა აგონ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე საერთაშორისო სასამართლოებში. ღმერთის ნებაც ასეც იქნება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.