"შენი ხმა ევროკავშირს" - ევროპის მოედანზე ევროკავშირის გიგანტური დროშა გაშალეს, რომლის ვარსკვლავებიც სიმბოლურად საქართველოს 12 ქალაქში შეიკერა. შესრულდა ევროკავშირის ჰიმნი. ევროპის მოედანზე შეუერთდა მარშს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტიც.
“კომისიამ უკვე თქვა თავისი აზრი და ახლა ველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და მათგან მე ველოდები, რომ გაითვალისწინებენ ერთის მხრივ მიღებულ რეკომენდაციებს და გაითვალისწინებენ ასევე ადამიანების აზრს, რომელიც არის გამოხატული ამ დონეზე.
[ეს არის] მშვიდობიანი მარში. ადამიანების მშვიდობიანი გამოხატულება ადამიანების აზრის და ნების, რაც მთელ ამ პერიოდში სხვადასხვა ინიციატივებით გამოიხატა და ეს არის ბოლო ინიციატივა, რომელსაც ყველანი ვუერთდებით და რომლითაც ჩვენ გამოვთქვამთ სწორედ იმ მთავარ მოწოდებას ევროკავშირისთვის, რომ ჩვენ გვინდა ევროპა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.