"შენი ხმა ევროკავშირს" - რესპუბლიკის მოედნიდან ევროპის მოედნისკენ მსვლელობა დაიწყო.
მარშისმონაწილეები ევროპის მოედნისკენ მსვლელობით გაემართებიან და ევროკავშირის დროშას გაშლიან.
როგორც 6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ მარშს შეუერთდება.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი ერთი კვირის შემდეგ დეკემბრის სამიტზე გახდება ცნობილი, სადაც ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ გაფართოების პაკეტს ერთსულოვნად უნდა დაუჭიროს მხარი.