CNN-მა თბილისი შობის დღეების გასატარებლად ევროპის ზღაპრული ქალაქების სიაში შეიყვანა.
„ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და შობა 7 იანვარს მოდის და არა 25 დეკემბერს.
მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულები ახალ წელსაც გრძელდება, აქ ზეიმის მთავარი დღეა 31 დეკემბერი, როდესაც ადგილობრივები საჩუქრებს ცვლიან და ქალაქს გიჟური ფოიერვერკი ანათებს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დიდი საახალწლო ნაძვის ხე და საშობაო სოფლები და ბაზრობები თბილისის სხვა სადღესასწაულო ღირშესანიშნაობებს შორისაა“, - წერს გამოცემა.
გამოცემამ თბილისთან ერთად საშობაოდ ზღაპრული ქალაქების სიაში შეიყვანა ვენა, ბრიუგე, ვროცლავი, როტენბურგ-ობ-დერ-ტაუბერი, როვანიემი, ვალკენბურგი, გეტებორგი, რუდესჰაიმი, კოლმარი, ტრომსე და ჰალშტატი.