ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრის შვილი ღაზაში ბრძოლის დროს დაიღუპა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს.
„გალ მეირ ეიზენკოტი, 25 წლის, 551-ე სარეზერვო ბრიგადის 699-ე ბატალიონის ჯარისკაცი, დაიღუპა ბრძოლაში“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
როგორც მედია წერს, დაღუპული სამხედროს მამა გადი ეიზენკოტი 2015-2019 წლებში ისრაელის გენშტაბის უფროსი იყო, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ კი ის აირჩიეს ქნესეთში და არის ბენ განცის „ეროვნული ერთიანობის პარტიის“ წევრი.
ისრაელის მედია იტყობინება, რომ გალ ეიზენკოტი სასიკვდილოდ დაიჭრა ძლიერი აფეთქების შედეგად, როდესაც სამხედროების ჯგუფი, ტერორისტების გვირაბის შახტს უახლოვდებოდა.
ამ დროს მამამისი შვილის ბატალიონის სამეთაურო პუნქტში იმყოფებოდა და ბრძოლას აკვირდებოდა.
მედიის ცნობით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ღაზაში 88 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა.