ნიკა მელიას მიერ ხსენებული კორუმპირებული სისტემის ცენტრი მიშაა, რომელიც დღეს იძულებულია კეზერაშვილს ანგარიში გაუწიოს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რაო, ვალიკო, რა მინდაო?
P.S. ყველაფერი სიმართლედ მოწოდებული ნახევარსიმართლეა, სანამ მიშას არ დაუპირისპირდება.
მის მიერ ხსენებული კორუმპირებული სისტემის ცენტრი მიშაა, რომელიც დღეს იძულებულია კეზერაშვილს ანგარიში გაუწიოს“,- წერს ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“.
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს.