ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ისრაელის არმიამ ალყაში მოაქცია „ჰამასის’ ლიდერის, იაჰია სინვარის სახლი.
„გუშინ, საღამოს ვთქვი, რომ ჩვენს ძალებს შეუძლიათ მიაღწიონ ღაზის სექტორის ნებისმიერ წერტილს. ახლა მათ ალყაში მოაქციეს სინვარის სახლი.
შესაძლოა, მისი სახლი არ არის ციხესიმაგრე და შესაძლოა, ის გაიქცეს, მაგრამ ჩვენ მას დავაკავებთ, ეს მხოლოდ დროის საკითხია", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს არაფერი უთქვამს სინვარის სახლის ადგილმდებარეობის შესახებ, თუმცა გავრცელებული ცნობით, ის ქალაქ ხან-იუნისიდანაა.