ზამთარში, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების ფონზე, ჩვენს ავტომობილს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ეს შეიძლება იყოს ისეთი პატარა, თუმცა უმნიშვნელოვანესი ნიუანსი, როგორიცაა ანტიფრიზი. ეს ერთი შეხედვით მცირე დეტალი პასუხისმგებელია ძრავის გამართულ მუშაობაზე. მარტივად რომ ავხსნათ, ანტიფრიზი იცავს ძრავას ცხელ ამინდში გადახურებისგან, ხოლო ცივ ამინდში გაგრილების სისტემის დეტალებს - გაყინვისა და დაზიანებისგან. არსებობს ორი ტიპის ანტიფრიზი:
მზა (Ready Mix) ანტიფრიზი, რომლის მეტად გაზავება არაა რეკომენდებული და ხშირ შემთხვევაში დამატებისთვის გამოიყენება.
ანტიფრიზის კონცენტრატის ყველა წარმომადგენელს ეტიკეტზე დატანილი აქვს გაზავების ცხრილი (დოზირება - ანტიფრიზი/წყალი, ყინვამედეგობა) თანამედროვე ავტომობილების უმეტესობისთვის რეკომენდებულია 1/1-ზე გაზავებული ანტიფრიზი, რადგან ამ დროს იმატებს არა მარტო ყინვამედეგობა, არამედ თბომედეგობაც, რაც იცავს ძრავას გადახურებისა და დაზიანებისგან.
ზოგჯერ ახალბედა მძღოლები ანტიფრიზის მნიშვნელობას უგულებელყოფენ, რასაც ძრავის დაზიანებამდე მივყავართ. ავტომობილის ძრავის შეკეთება ან შეცვლა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ანტიფრიზის შეცვლა აუცილებელია. ძრავის გაგრილების სისტემის გაყინვა დაუშვებელია. თუ სითხე გაიყინა, ეს მთელი სისტემის დეფორმირებას და შემდგომში განადგურებას გამოიწვევს. ამას გარდა, შესაძლოა ძრავაც სერიოზულად დაზიანდეს.
თითოეული მძღოლისთვის დაზამთრებამდე რეკომენდებულია ანტიფრიზის გამოცვლა ან ძრავის გაგრილების სისტემის სითხის გაყინვის ტემპერატურისა და სიმკვრივის შემოწმება. თუ გაყინვის ტემპერატურა და სიმკვრივე ნორმალურია, მაგრამ სითხე მაქსიმუმის დონის მაჩვენებელზე დაბლაა, ტემპერატურისა და სიმკვრივის კარგი მაჩვენებლების შემთხვევაში შესაძლებელია, დაემატოს გამოხდილი წყალი ან მაჩვენებლების გაუმჯობესებისთვის დაემატოს ავტომწარმოებლის მიერ რეკომენდებული ანტიფრიზის კონცენტრატი.
მიუხედავად კარგი მაჩვენებლებისა, ყველა ანტიფრიზი გარკვეული პერიოდულობით საჭიროებს სრულ შეცვლას. ანტიფრიზის ტიპიდან გამომდინარე, აუცილებელი შეცვლის პერიოდულობა 2-იდან 5 წლამდეა.
როგორ შევარჩიო მანქანის ანტიფრიზი სწორად?
ზოგადად, ანტიფრიზები განსხვავდება: ფერის, ქიმიური შემადგენლობის, ხარისხობრივი მაჩვენებლების, ავტომწარმოებლების რეკომენდაციების მიხედვით და სხვა. გავრცელებული მცდარი აზრის მიუხედავად, ანტიფრიზის ხარისხსა და სწორად შერჩევაზე ანტიფრიზის ფერი არანაირ გავლენას არ ახდენს. სწორად ანტიფრიზის შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია ხარისხობრივი მაჩვენებლები და ავტომწარმოებლების რეკომენდაციები. ხარისხიანი ანტიფრიზის შემადგენლობა ნაწილობრივ ზეთოვანიც უნდა იყოს. ასეთი სახით დამზადებული პროდუქტი პოხავს ისეთ დეტალებს, როგორებიცაა: თერმოსტატი, გაგრილების სითხის ტუმბო და სხვა. ამასთან ერთად, ხარისხიანი ანტიფრიზი იცავს ძრავის შიდა დეტალებს კოროზიისგან. ხარისხიანი ანტიფრიზის შერჩევა სწორად ნებისმიერი მძღოლისთვის მნიშვნელოვანია.
შენი ავტომობილისთვის შესაფერისი ანტიფრიზის შერჩევაში „თეგეტა მოტორსი“ დაგეხმარება. თეგეტას ონლაინ მაღაზია დაკომპლექტებულია უმაღლესი ხარისხის წამყვანი ბრენდების პროდუქციით. მათგან აღსანიშნავია Motul, Oem, LESTA, DRIVER, FEBI და სხვა.
განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
MOTUL – ამერიკული წარმოშობის ფრანგული ბრენდია, რომელიც 1853 წლიდან აქტიურად აწარმოებს ზეთებსა და საპოხ საშუალებებს სხვადასხვა ტრანსპორტისათვის. ბრენდი 165 წლის განმავლობაში თავისი ინოვაციური მიდგომებით, პროდუქციის უმაღლესი ხარისხით, კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. ეს არის პრემიუმ კლასის, მაღალტექნოლოგიური ძრავის ზეთი, რომელსაც ხშირად იყენებენ ავტოსპორტში.
CHAMPION OEM – ბელგიური კომპანიის Wolf Oil Corporation-ის ქვებრენდია, რომელიც უკვე 65 წელია ბაზარზე მოწინავე პოზიციას იკავებს. ბრენდი 450-ზე მეტი სახის პროდუქტს მოიცავს, მათ შორის ძრავის ზეთებსა და საპოხ საშუალებებს, რომელთა ხარისხი და მაღალეფექტურობა მსოფლიოშია აღიარებული.
ანტიფრიზი ფასებით განსხვავებულია ერთმანეთისგან. თუმცა, „თეგეტა მოტორსი“ თავის ერთგულ მომხმარებელს ხშირად სთავაზობს ფასდაკლებებსა და საინტერესო შეთავაზებებს.
ესტუმრე თეგეტას ონლაინ შოპს: shop.tegetamotors.ge.
ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 322 26 44 44.