გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა.
„6 დეკემბერს დღის მეორე ნახევრიდან 7 დეკემბრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო-მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, შესაძლებელია თოვლის ზვავები, ნისლი და ქარბუქი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.