გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტას“ კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად დაასახელეს.
საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელს ჯილდო იტალიის წლის ტრადიციულ საფეხბურთო დაჯილდოებაზე გადასცეს, რომელიც მილანში გაიმართა. ხვიჩა კვარაცხელია სეზონის სიმბოლურშიც მოხვდა.
2022/23 წლების საუკეთესო ფეხბურთელად ნაპოლის ნიგერიელი ფორვარდი ვიკტორ ოსიმენი დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სერია A-მ ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.