ისლამისტური კონსერვატიული არაბული პარტია რაამის ლიდერმა, ქნესეთის დეპუტატმა მანსურ აბასმა პალესტინელ მებრძოლებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა.
„წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ მებრძოლები, რომლებიც ძალადობას იყენებენ თავიანთი მიზნების მისაღწევად, ყოველთვის მარცხდებიან. მათი ყოველი მცდელობის მსხვერპლი ყოველთვის იყო პალესტინელი ხალხი, რომელმაც ამაში მაღალი ფასი გადაიხადა“, - განაცხადა არაბული წარმოშობის ისრაელელმა პოლიტიკოსმა.
მისი აზრით, პალესტინის შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა დადონ იარაღი და იმუშაონ პალესტინის ხელისუფლებასთან ერთად, რათა მშვიდობიანი გზით მიაღწიონ ისრაელის სამეზობლოში პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.