ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩევლის მარკ რეგევის განცხადებით, „ჰამასმა“ სხვა მძევლების გათავისუფლებაზე უარი თქვა. მისი თქმით, „ჰამასს“ ჰქონდა შესაძლებლობა ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივების თუ ის მეტ მძევალს გაათავისუფლებდა. „მათ დაახლოებით 20 ქალი მძევალი ჰყავთ {რომლებიც გაცვლას ექვემდებარებიან} არსებული შეთანხმების ფარგლებში, თუმცა მათ გადაწყვიტეს ეს არ გაეკეთებინათ“, - განუცხდა რეგევმა BBC- ს.
რეგევს კითხვა დაუსვეს, არიან თუ არა ეს ქალები სამხედრო მოსამსახურეები, რაზეც მან უპასუხა, რომ მათი ნაწილის ასაკი 20-დან 30 წლამდეა და სამხედრო სამსახური უკვე გავლილი აქვთ.
„ჰამასი“ თავის მხრივ აცხადებს, რომ მეორე მხარეს მძევლების შემდგომი გათავისუფლების რამდენიმე წინადადება შესთავაზა, მაგრამ ისრაელმა ყველა მათგანი უარყო.