რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნების გადახედვის მიზეზს ვერ ხედავს.
ამის შესახებ ლავროვმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„მე გამოვდივარ იქიდან, რომ ჩვენი სპეცოპერაციის {ომი უკრაინის წინააღმდეგ} ხელმძღვანელობამ იცის, რა მიზნებს აღწევენ. უმაღლესი მთავარსარდალი ამ ოპერაციის კონტროლს მუდმივად ახორციელებს.
და ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზებს, თუ რატომ უნდა გადაიხედოს ჩვენი მიზნები {ომის}», - განაცხადა ლავროვმა.