საქართველოში პოლიტიკოსები ერთმანეთს დუმილით ებრძვიან. ასევე დუმს გახარია, დუმს ბიძინა ივანიშვილი, ახლა დუმილი დაიწყო ნიკა მელიამ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„საქართველოში პოლიტიკოსები ერთმანეთს დუმილით ებრძვიან. ასევე დუმს გახარია, დუმს ბიძინა ივანიშვილი, ახლა დუმილი დაიწყო ნიკა მელიამ. ჩვენ მივდივართ პოლიტიკოსების ისეთ გასხივოსნებამდე, როდესაც ისინი უბრალოდ დუმან და ხალხმა იცის ისედაც ამ დუმილში რა იგულისხმება. მიხვდნენ, რომ სალაპარაკო არაფერი აქვთ. მაგალითად, ხაზარაძე როცა დუმდს, დარწმუნებული ვარ, „ლელოს“ რეიტინგი იმატებს, მაგრამ როგორც კი იწყებს ლაპარაკს, რეიტინგი ნახევრდება. დუმილი, ეს ნოუ ჰაუ პირველად ბიძინა ივანიშვილმა აღმოაჩინა და ლაპარაკი უცბად შეწყვიტა. როგორც ჩანს, ეს წარმატებული აღმოჩნდა და დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიბაძეს. რამდენი წელია, გახარია მას ბაძავს, ახლა მელიამ დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობიდან“ ყოველდღიურად არის გავეშებული შეტევები, ის ჯიუტად დუმს და ამით „ნაცმოძრაობას“ ძირავს“, – განაცხადა ხვიჩიამ.